Geo

საზღვაო გადაზიდვები

საზღვაო გადაზიდვები „მეგრექსის“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პირდაპირი კომუნიკაცია ძირითად გადამზიდავებთან გვაძლევს საშუალებას, თქვენზე მორგებული, დახვეწილი და ხელსაყრელ ფასებზე ორიენტირებული მომსახურება შემოგთავაზოთ. „მეგრექსი“-ს გუნდი გთავაზობთ უდიდესი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მსხვილ პარტნიორ კომპანიებს მსოფლიოს ისეთ პორტებში, როგორებიცაა ჯებელ-ალი, ბუსანი, ჰონგ-კონგი, შანგჰაი, ნინგბო, გუანგჭოუ, შენჭენი, კელანგი, ჰამბურგი, ანტვერპენი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, ლაემ ჩაბანგი, ვალენსია, ნაგოია, დურბანი. ზემოთხსენებული პარტნიორების საშუალებით, რომელთა ოფისები განლაგებულია მსოფლიოს ყველა მსხვილ პორტში, „მეგრექსს“ აქვს შესაძლებლობა გადაზიდოს ნებისმიერი ზომისა და მოცულობის, ნებისმიერი სახის ტვირთი როგორც საქართველოში, ასევე ფოთისა და ბათუმის პორტის გავლით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.