Geo

ჩვენ შესახებ

“მეგრექსი” გახლავთ კომპანია, რომელიც ცდილობს ქართული გადაზიდვების ბაზარზე შემოიტანოს მომსახურების ინოვაციური მეთოდები, მუდმივი განახლებისა და ინოვაციების საშუალებით თანამშრომლობა გახადოს კლიენტისთვის მეტად კომფორტული. “მეგრექსის” მთავარი ღირსება კომპანიის კონცეფციაშია და გუნდში, რომელიც ამ კომპანიას ქმნის.

„მეგრექსი“ აერთიანებს მულტიმოდალური გადაზიდვების სფეროში უდიდესი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ კომპანიებში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ „მეგრექსში“ მოდიან კონკრეტული ინვესტიციით – ცოდნითა და გამოცდილებით. გადაზიდვების სფეროში გამეფებული რეგრესული, გაყინული დამოკიდებულება საქმის მიმართ, აღმოჩნდა ძირითადი მოტივი იმისათვის, რომ რამდენიმე პროფესიონალი გაერთიანებულიყო ინოვაციური პოლიტიკის მქონე კომპანიის ქოლგის ქვეშ, რომელიც ეცდება დანერგოს ახალი, კლიენტზე მორგებული მარკეტინგული ინიციატივები ქართულ და საერთაშორისო ლოჯისტიკურ ბაზარზე. მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, გაირკვა, რომ ამ ბაზარზე იშვიათად იქმნება კომპანია, რომელიც შეეცდება შეცვალოს წლობით დამკვიდრებული მძიმე სტანდარტები და მიდგომები, შეიმუშავოს დროის დაზოგვისა და პროცედურების გამარტივების პოლიტიკა, შექმნას კლიენტზე ორიენტირებული სერვისები და ამით თანამშრომლობა უფრო მოქნილი და სასურველი გახადოს. ბაზარზე უამრავი კომპანიაა, თუმცა, სამწუხაროდ რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს, რაზეც მოწმობს მუდმივად უცვლელი პრობლემები და კითხვები, რომლის გადაჭრასაც ბაზარი გაცხოველებული კონკურენციის პირობებშიც ვერ ართმევს თავს.

სწორედ ამიტომ, „მეგრექსი“ მოდის კონკრეტული კონცეფციითა და ინიციატივით, კონკრეტულ კითხვებზე და პრობლემებზე კონკრეტული პასუხებით. ჩვენ ვცდილობთ შევიმუშავოთ და დავნერგოთ ისეთი ინოვაციური პროექტები, რაც არათუ ქართული გადაზიდვების ბიზნესისთვის, არამედ მსოფლიო ლოჯისტიკურ სფეროშიც კი სიახლეს წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ამბიცია შემკვეთს არ დავუტოვოთ თავსატეხები თუ როგორ შეიძლება კონკრეტული სახიფათო, მალფუჭებადი, ძვირფასი, გაბარიტული თუ ჩვეულებრივი ტვირთი გადაზიდულ იქნას კონკრეტული პირობების დაცვით ნებისმიერი სახის ტრანსპორტით ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მიზანი, შევქმნათ მულტიმოდალური ლოჯისიტკური პლატფორმა, რომელიც თანაბარი ხარისხით მოგაწვდით საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო თუ სახმელეთო გადაზიდვის სერვისებს.

შემოგვიერთდით ინოვაციებში!