„მეგრექსის“ გუნდს განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია საავაციო გადაზიდვებში. პირდაპირი კომუნიკაცია ყველა იმ ავიაკომპანიასთან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, გვაძლევს საშუალებას კლიენტს მის ინტერესებზე მორგებული საჰაერო ლოჯისტიკა შევთავაზოთ. გუნდის წევრების ხანგრძლივი გამოცდილება, ასევე თანამშრომლობა 500-ზე მეტ აგენტთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქმნის საუკეთესო პირობებს იმისათვის, რომ გავწიოთ მომსახურება ყველა სახის ტვირთებზე როგორც საქართველოდან მსოფლიოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში, ასევე უკან. „მეგრექსი“-ს საერთაშორისო პარტნიორები წარმოადგენენ ხანგრძლივი ისტორიისა და გამოცდილების მქონე კომპანიებს, რომელთაც მათი დისლოკაციის ადგილებში მსოფლიოს უმსხვილეს ავიახაზებთან GSA და GHA ტიპის ურთიერთობა აკავშირებთ, რაც პირდაპირ მოქმედებს, როგორც გადაზიდვების სისწრაფესა და ხარისხზე, ასევე ღირებულებაზე.

„მეგრექსი“ გთავაზობთ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო მომსახურების, კარიდან წამოღებისა და კარამდე მიტანის სერვისებს. ვემსახურებით როგორც ზოგად, ასევე სახიფათო ტვირთის ყველა კლასს, მალფუჭებად, ძვირფას, დიპლომატიურ გზავნილებს.