Geo

სპეციალიზებული სერვისები

AOG გადაუდებელი მენეჯმენტი

AOG (Aircraft on ground) - თვითმფრინავი მიწაზეა, თვითმფრინავი ვერ გაფრინდება: ეს გახლავთ ცნება საავიაციო მომსახურების სფეროში, ერთგვარი პროტოკოლი, რომლის დროსაც პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ თვითმფრინავი ადგილზე უნდა დარჩეს. ზოგადად, ასეთ დროს იწყება სწრაფი მოქმედებები გამოსავლის საპოვნელად, იმისათვის, რომ დროზე იქნეს მოძიებული და მიწოდებული საჭირო სახარჯი მასალები თუ სათადარიგო ნაწილები და საჰაერო ხომალდი ჩადგეს მწყობრში, რათა სამომავლო პრობლემური გაჩერება თუ ფრენის გადადება იქნეს აცილებული. ჩვენ საკმარისად გამოცდილი ვართ მომსახურების ამ სფეროში. შპს მეგრექსი უკვე აწვდის AOG სერვისებს არაერთ ავიაკომპანიას თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ჩვენი გუნდი სწრაფად პასუხობს პარტნიორი ავიაკომპანიების კრიტიკულ მოთხოვნებს და სირთულეების გარეშე, დროულად უწევს მათ 24 საათიან საბაჟო-საბროკერო დახმარებასა და ბორტამდე მიწოდების მომსახურებას. გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ მომსახურებათა კომპონენტების ჩამონათვალი:

  • ტვირთის პრიორიტეტული მოკრება და მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში
  • მიწოდების სწრაფი საკურიერო სერვისები იმავე ან მომდევნო დღეს მსოფლიოს უმეტეს მიმართულებებზე
  • კარიდან კარამდე, კარიდან აეროპორტამდე, აეროპორტიდან კარამდე ტვირთების და გზავნილების მიწოდება
  • გამოცდილი, პროფესიონალი მძღოლები და სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები სწრაფად მიწოდებისთვის – არასამუშაო დროსაც
  • ტვირთის მიღების ან ჩაბარების დადასტურება მომენტალურად ტელეფონით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით
  • 24 საათიანი საბაჟო-საბროკერო მომსახურება შემომავალი და გამავალი AOG ტვირთებისთვის
  • მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტში და მათ შორის სამანქანო საშუალებით ტვირთის სწრაფი მიმოცვლა

 

საპროექტო ლოჯისტიკა

საპროექტო ლოჯისტიკა გახლავთ ცნება, რომელიც ფართოდ აღწერს დიდი, მძიმე, ძვირფასი ან / და კრიტიკული ტვირთების შიდა თუ საერთაშორისო გადაზიდვას. ასევე, ხშირად მას ეწოდება მძიმე ლოჯისტიკა და მოიცავს სხვადასხვა ნაწილებისგან შემდგარ ტვირთებს, რომლებიც საჭიროებენ გადაზიდვამდელ დაშლას და მიწოდების შემდგომ აწყობას. შპს მეგრექსი, მისი გამოცდილი კადრებისა და საიმედო ქვეკონტრაქტორების მეშვეობით წარმატებულად საქმიანობს ლოჯისტიკის ამ სპეციფიურ სფეროში. ჩვენ სრულად ვფარავთ საქართველოს, ასევე შეგვიძლია მომსახურება შემოგთავაზოთ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ მომსახურებათა კომპონენტების ჩამონათვალი:

 

  • პროექტის ანალიზი და დაგეგმარება
  • ტექნიკურ-ლოჯისტიკური მომსახურება
  • შეფუთვა მუყაოთი, ხით და სხვა მძიმე მასალებით
  • არასტანდარტული ტვირთის დაშლა და გადასაზიდად გამზადება, ასევე აწყობა გადაზიდვის შემდგომ
  • კონსოლიდაცია და დასაწყობება
  • გლობალური ლოჯისტიკური მენეჯმენტი და ექსპედიტირება
  • რკინის ბრტყელ სტელაჟებზე ტვირთის დატვირთვა და დამაგრება
  • ტვირთის, კონსოლიდირებული და არაკონსოლიდირებული ტვირთის საოკეანო გადაზიდვა
  • საჰაერო გადაზიდვა კრიტიკული ტვირთებისთვის
  • საჰაერო ხომალდების ჩარტერინგი
  • ტვირთების დაზღვევა და რისკების მართვა
  • მძიმე ტვირთის მომსახურება
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება
  • არასტანდარტული ზომისა და წონის საგზაო ნებართვები და გაცილება
  • პროექტის მართვა