Geo

ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი კითხვები

. ვინ არიან ტვირთის მიმღები და ტვირთის გამგზავნი პირები?
. ტვირთის გამგზავნი არის პირი, რომლის საკუთრებაშიც გახლავთ ესა თუ ის ტვირთი,  ხოლო ტვირთის მიმღები  არის პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს ესა თუ ის ტვირთი.

კ. რომელი ვარიანტია უმჯობესი ავირჩიო: საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გადაზიდვა?
პ. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად გსურთ მიიღოთ თქვენი ტვირთი. ნებისმიერი სახის გადაზიდვის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ დახმარება, თუმცა ფასები და ტრანსპორტირების დროც თითოეულ შემთხვევაში იქნება განსხვავებული. 

კ. მაქსიმუმ რა წონის გადაზიდვაა შესაძლებელი სახმელეთო გზით საქართველოს ტერიტორიაზე?
. სტანდარტული ტენტიანი მანქანით ან კონტეინერმზიდით გადაზიდვის შემთხვევაში ტვირთის  სტანდარტული წონა უნდა იყოს  22 ტონამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი შესაძლებელია მაქსიმუმ 26 ტონის გადაზიდვა. აღნიშნულ წონაზე უფრო მძიმე ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიციის  ნებართვა. საერთაშორისო გადაზიდვების დროს კი შეზღუდვა ინდივიდუალურია ქვეყნების მიხედვით.

. სჭირდება თუ არა ჩემს ტვირთს რაიმე სპეციალური სახის შეფუთვა იმისათვის, რომ მოხდეს მისი ტრანსპორტირება?
. დიახ, თქვენი ტვირთი საჭიროებს შეფუთვას და/ან პალეტიზირებას, რაზეც პასუხისმგებელი არის ტვირთის გამგზავნი. ტვირთის შეფუთვა შესაძლოა იყოს შემდეგი სახის: თერმო საიზოლაციო ლენტში გახვეული, გოფრირებული, პალეტიზირებული, ღვედით ან დამჭერებით შეკრული/დამაგრებული.

. აუცილებელია თუ არა ვიცოდე ჩემი ტვირთის წონა?
უმეტეს შემთხვევაში, თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი ტვირთის წონა. თუმცა გახსოვდეთ, რომ გადამზიდავი უფლებამოსილია განსაზღვროს თქვენი ტვირთის საბოლოო წონა, რომლის მიხედვითაც მოხდება საბოლოო ფასის დადგენა. საბოლოო წონა ასევე ცნობილია როგორც „დასაბეგრი წონა“. საჰაერო გადაზიდვების შემთხვევაში, დასაბეგრი წონა შესაძლოა განისაზღვროს ტვირთის ზომების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ გაბარიტული წონა, ბრუტო წონაზე მეტი აღმოჩნდება.

. აქვს თუ არა მნიშვნელობა ტვირთის წონას საჰაერო გადაზიდვის შემთხვევაში?
. დიახ, საჰაერო ტრანსპორტირების ფასი დგინდება ტვირთის ბრუტო  წონის და გაბარიტული წონის მიხედვით.

. როგორ ხდება დასაბეგრი წონის დაანგარიშება?
. არსებობს სპეციალური ფორმულა.
მოგვწერეთ ტვირთის ზუსტი მონაცემები: სიგრძე X სიგანე X სიმაღლე. ასევე ადგილების რაოდენობა და ჩვენ დაგიანგარიშებთ ტვირთის დასაბეგრ/გაბარიტულ წონას.

. რა არის ტვირთის მაქსიმალური ზომა ან წონა?
. ეს დამოკიდებულია ავიახაზებზე და ავიახომალდზე, რომელსაც ტვირთის ტრანსპორტირებისათვის გამოვიყენებთ... მოგვწერეთ და ჩვენ მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას.

. როგორ და სად შეგვიძლია ტვირთის მიღება დანიშნულების ადგილზე?
ჩვენ მოგაწვდით საჭირო დოკუმენტებს ტვირთის განბაჟების და მისი მიღებისათვის, როგორც კი ტვირთი განბაჟდება, თქვენ შეძლებთ ტვირთის ტერმინალიდან გატანას.

. გაქვთ თუ არა ოფისი დანიშნულების ადგილზე, სადაც შევძლებთ დახმარების მიღებას?
. დიახ, ჩვენ გვყავს ჩვენი წარმომადგენლები და აგენტები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან დიდი სიამოვნებით მოგემსახურონ. მოგვწერეთ და ჩვენი მეშვეობით ისინი ნებისმიერი სახის ლოჯისტიკურ მომსახურებას გაგიწევენ.

. ახორციელებთ თუ არა ტვირთის კარამდე მიტანას/ აღებას საცხოვრებელი მისამართიდან?
. დიახ, რა თქმა უნდა. მოგვწერეთ თქვენი ტვირთის მიტანის/აღების ზუსტი მისამართი და ჩვენ მოგაწვდით ტარიფებს შესაბამისად.

. რა სახის გადასახადები არსებობს დანიშნულების ადგილზე?
. არსებობს შემდეგი სახის გადასახადები: აეროპორტის, საწყობის, განბაჟების, სახელმწიფო, და კარამდე მიტანის გადასახადები.

. ჩვეულებრივ, რა დრო სჭირდება ტვირთის ტრანსპორტირებას?
. აეროპორტიდან აეროპორტამდე საშუალოდ 3-5 დღე. კარამდე მიტანის დრო კი დამოკიდებულია ტვირთის განბაჟებაზე და ზუსტ მისამართზე. უმეტეს შემთხვევაში, კარამდე მიტანა ხდება იგივე ან მომდევნო დღეს ტვირთის ჩამოსვლიდან.

. არსებობს რაიმე სახის ტვირთის შეზღუდვა საჰაერო ტრანსპორტირების დროს?
დიახ, არსებობს ისეთი სახის ნივთები, რომელთა ტრანსპორტირებაც შეზღუდულია საჰაერო გზით და ასევე არის ნივთები, რომელთა გადაზიდვაც დაშვებულია სპეციალური პირობების გათვალისწინებით. ასეთი ტვირთებია: სახიფათო, აალებადი, საშიში ტვირთი და ქიმიური პრეპარატები.

. რა სახის საბუთები ან ინფორმაციის შევსება დამჭირდება წინასწარ იმისათვის, რომ განახორციელოთ ტვირთის ტრანსპორტირება?
.  თქვენ უნდა მოგვაწოდოთ ტვირთის ჩამონათვალი ე.წ. „პეკინგ ლისტი“, ტვირთის ზომები და წონა, ასევე მომწოდებლის და მიმღების რეკვიზიტები.

. შეგიძლიათ თუ არა ტვირთის აღება ზუსტ დროს, რომელსაც ჩვენ გეტყვით, რათა დროულად მივიღოთ ის?
. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დროულად  ავიღოთ თქვენი ტვირთი მისამართზე, იმისათვის რომ  თქვენთვის სასურველ დროს შეძლოთ მისი მიღება. 

. როგორც ექსპედიტორული კომპანია რა და რა სახის არჩევანს გვთავაზობთ?
. როგორც ექსპედიტორული კომპანია, ჩვენ გთავაზობთ ლოჯისტიკურ  მომსახურებას ე.წ. „პირველი ხელი“-ის პრინციპით მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გვყავს ჩვენი აგენტები და წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა დიდ საბაზრო წერტილში. ჩვენ გთავაზობთ  ტრანსპორტირებისათვის ყველა პროცესის კონტროლს და მასზე პასუხისმგებლობის აღებას.  ჩვენი გამოცდილი გუნდის სახით თქვენ გეყოლებათ საიმედო ექსპედიტორული კომპანია გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის სფეროში. ჩვენი ძლიერი პარტნიორების წყალობით  შეგვიძლია შემოგთავაზოთ კომპეტენტური ტარიფები და  სრულფასოვანი მომსახურება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქვეყანაში.  

კ. მჭირდება თუ არა ტვირთის დაზღვევა? ვინ აზღვევს ჩემს ტვირთს ტრანსპორტირებისას?
პ. დიახ, საჭიროა თქვენ თვითონ დააზღვიოთ თქვენი ტვირთი, რადგან ექსპედიტორს ან გადამზიდავს არ აქვს ამის პირდაპირი ვალდებულება.

. ახორციელებთ თუ არა სახიფათო ტვირთების გადაზიდვებს?
. დიახ. ყველა ჩვენს პარტნიორ კომპანიას ჰყავს გაწვრთნილი თანამშრომლები, იმისათვის რომ იმუშაონ სახიფათო ტვირთებთან. ჩვენი კომპანია მთელი სერიოზულობით ეკიდება სახიფათო ტვირთების გადაზიდვის საკითხს და ჩვენ უფლებამოსილები ვართ გადავზიდოთ ამ სახის ტვირთები. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვახორციელებთ Class 1 სახეობის (ფეთქებადსაშიში) ტვირთების გადაზიდვებს. თუ გსურთ სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირება, თქვენ ტვირთთან ერთად უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი MSDS დოკუმენტი. ტვირთი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული და  მარკირებული, იმისათვის რომ არ არღვევდეს ამ სახის ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო არსებულ რეგულაციებს. აუცილებელია ყველა სახიფათო ტვირთს თან მოჰყვებოდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • მომწოდებლის სახელი
  • საგანგებო სიტუაციების მმართველი პირის სახელი & ტელეფონის ნომერი
  • UN ნომერი
  • IMO კლასის სწორი დასახელება
  • სახიფათოს კლასი
  • შეფუთვის ჯგუფი (თუ ხელმისაწვდომია)
  • რაოდენობა და შეფუთვის ტიპი
  • წონა
  • კუბური მეტრი
  • აალებისთვის ტემპერატურის მინიმალური ზღვარი  (თუ ხელმისაწვდომია)
  • ეტიკეტი/მარკირება

კ. როგორ დგინდება ტარიფი?
პ.  დაგვირეკეთ ნომერზე +995 32 24 24 905 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: sales@megrex.ge როცა დაგვიკავშირდებით, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია ტვირთზე:

წარმოშობის ქალაქი, ქვეყანა და ინდექსი;
დანიშნულების ადგილი, ქვეყანა და ინდექსი;
ტვირთის სახეობა;
ადგილების რაოდენობა;
მთლიანი წონა შეფუთვის ჩათვლით;
ზომები შეფუთვების ჩათვლით (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე).

კ. შეიძლება თუ არა ტარიფი შეიცვალოს?

პ. როგორც წესი, შემოთავაზებული ტარიფები უცვლელი რჩება. თუმცა თუ თქვენ განახორციელებთ რაიმე სახის ცვლილებას ტვირთთან მიმართებაში მას შემდეგ რაც მიიღებთ ჩვენს ტარიფს, შესაძლებელია ტარიფიც შეიცვალოს. ასევე, გადამზიდავი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს ტარიფი.

. როგორ წარმოებს გადახდის პროცესი?

. ტვირთის ყოველი წარმატებული გადაზიდვის შემდეგ, ჩვენი კომპანიისაგან გამოგეგზავნებათ ტრანსპორტირების ინვოისი, რის მიხედვითაც გადაიხდით შესაბამის თანხას ინვოისში მითითებულ ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგაც გამოგვიგზავნით საგადახდო დავალებას.

. რა არის სტანდარტული და ევრო პალეტის ზომა?

. სტანდარტული პალეტის ზომა  არის 1200 მმ x 1000 მმ.
ევრო პალეტის ზომა გახლავთ 1200 მმ x 800 მმ.

. შეგიძლიათ თუ არა ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთების გადაზიდვა?

პ. დიახ. ჩვენი კომპანიის მეშვეობით შესაძლებელია გადაზიდოთ ისეთი ტვირთებიც, რომელთაც სჭირდებათ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, როგორც სახმელეთო, საჰაერო, ისე საზღვაო ხაზის გამოყენების შემთხვევაში.  

. ახორციელებს თუ არა მეგრექსი“ ტვირთის ტრანსპორტირებას მისამართიდან?

. დიახ. ჩვენ ვითხოვთ ტვირთის აღების ზუსტ მისამართს და საკონტაქტო პირის ინფორმაციას, იმისათვის რომ მოხდეს ტვირთის აღების დაგეგმვა.

. ახორციელებს თუ არა მეგრექსი“ დანიშნულების ადგილზე ტვირთის კარამდე ტრანსპორტირებას?

. დიახ. ჩვენ ვითხოვთ ტვირთის მიტანის ზუსტ მისამართს და საკონტაქტო პირის ინფორმაციას, იმისათვის რომ მოხდეს ტვირთის მიტანის დაგეგმვა.

კ. ჩვეულებრივ, რა დრო სჭირდება „მეგრექსს“ ტვირთის ტრანსპორტირებისათვის?

პ. საჰაერო: აეროპორტიდან აეროპორტამდე ტრანზიტის დრო არის დაახლოებით 2-4 დღე. ხოლო, კარიდან კარამდე ტვირთის მიტანისათვის საჭიროა დაახლოებით 5-6 დღე. საზღვაო: პორტიდან პორტამდე ტვირთის ტრანსპორტირებას სჭირდება დაახლოებით 45 დღე. ხოლო, კარიდან კარამდე ტვირთის გადაზიდვისათვის საჭიროა დაახლოებით 50 დღე. შენიშვნა:  მოცემული ტრანზიტის დრო არის მიახლოებითი და დამოკიებულია ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვის ზუსტ მისამართზე, საბაჟო ფორმალობების ჩატარებაზე, გადამზიდავის შესაძლო დაგვიანებაზე ან განრიგის ცვლილებაზე და ა.შ.

კ.  რა სახის დოკუმენტაციაა საჭირო ტვირთის გასაფორმებლად?

პ. ტვირთის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტები არის შემდეგი სახის:

  • კონოსამენტი (ზედნადები)
  • კომერციული ინვოისი
  • ტვირთის ჩამონათვალი

ინვოისში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • ტვირთის მიმღები
  • ტვირთის მომწოდებელი
  • ტვირთის წარმოშობის ქვეყანა
  • ტვირთის დეტალური აღწერა
  • ტვირთის სრული ღირებულება
  • გამოყენებული ვალუტა
  • ზოგიერთი ტვირთი საჭიროებს დამატებით დოკუმენტაციას, გთხოვთ მოგვწეროთ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

 

 

ინკოტერმსი

INCOTERMS

„ინკოტერმსი“ - კომერციული ტერმინების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულებების დადებისას. იგი განიხილავს მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ისეთ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია საქონლის ყიდვა-გაყიდვის, მიწოდების, დაზღვევის, განბაჟების, ტრანსპორტირების ასპექტებთან და ა.შ. თავად ტერმინი „INCOTERMS”-ი არის შემოკლებული ვარიანტი „International commercial terms” (საერთაშორისო კომერციული ტერმინები).  დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ „INCOTERMS”-ის თითოეული ტერმინის სათანადო შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს ხელშეკრულების ორივე მხარე და წარმოიქმნას ისეთი გარემოებები, რომლებიც გამყიდველსა და მყიდველს შორის დავის საგანი გახდება.

EXW - Ex-Works  - ფრანკო ქარხანა - ეს ინკოტერმსი მინიმალურად ამცირებს გამყიდველის ვალდებულებებს, მაშინ როცა მთელი პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადასატანად ეკისრება მყიდველს. გამყიდველი მოვალეა დაეხმაროს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში და პასუხს აგებს მყიდველის წინაშე, არასწორი დატვირთვის გამო. მყიდველს ეკისრება ყველა რისკი და ხარჯი საქონლის შენობიდან დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის.

FCA. Free Carrier  - ფრანკო გადამზიდავი - გადაზიდვაზე პასუხისმგებლობის გადაბარება. გამყიდველი გადასცემს პროდუქციას, მყიდველის მიერ შერჩეულ გადამზიდავ კომპანიას საკუთარი ქარხნის / საწყობის ტერიტორიაზე ან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას. რისკების გადაბარება ხდება საქონლის იმ სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისთანავე, რომელიც განახორციელებს გადაზიდვას. გამყიდველი უზრუნველყოფს საექსპორტო პროცედურების მოგვარებას.

FAS - Free Alongside Ship - „თავისუფალი გემბანის გასწვრივ“ - გამყიდველმა უნდა მიიტანოს ტვირთი პორტის იმ ადგილზე რაც შეთანხმებულია წინასწარ. ამ მომენტიდან მყიდველმა უნდა იზრუნოს გადაზიდვის კონტრაქტზე და მისი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი ზიანი ან დანაკარგი.

მაგ: "FAS-ფოთის ნავსადგური" ნიშნავს, რომ გამყიდველი თავის მოვალეობას ამოწურულად თვლის, როცა საექსპორტო პროცედურების გავლის შემდეგ მიიტანს და განალაგებს ტვირთს ნაპირზე დათქმული გემის გემბანის გასწვრივ, ფოთის ნავსადგურში. ამის შემდგომ მყიდველი უზრუნველყოფს ტვირთის ჩატვირთვას გემზე და ტრასპორტირებას.

FOB - Free On Board  - „ფრანკო გემბანი“ - გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.

მაგ: "FOB-ფოთი" ნიშნავს, რომ გამყიდველი თავის მოვალეობას ამოწურულად თვლის, როცა საექსპორტო პროცედურების გავლის შემდეგ ტვირთს თავისი ხარჯით დატვირთავს ფოთის ნავსადგურში მითითებულ გემზე.

CFR - Cost and Freight  - „ღირებულება და ფრახტი“ - გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება. მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და გადაზიდვების შემთხვევაში.

მაგ: "CFR-ოდესა" ნიშნავს, რომ ექსპორტიორი საქართველოდან იხდის გადაზიდვის ყველა ხარჯებს ოდესამდე, მაგრამ უარს ამბობს დაკარგვის, დაღუპვის, გაფუჭების რისკზე და წარმოქმნილ დამატებით ხარჯებზე იმ მომენტიდან, როცა საქონელი გადაკვეთს დატვირთვის ნავსადგურში გემის მოაჯირს. ექსპორტიორი ასევე აგვარებს საექსპორტო პროცედურებს.

CIF - Cost, Insurance and Freight  - „ღირებულება, დაზღვევა და ფრახტი“- ამ დროს CFR -ისგან განსხვავებით, ექსპორტიორი იხდის დაზღვევასაც და რისკების გადატანა ხორციელდება როცა საქონელი დატოვებს გემს მყიდველის მიერ დასახელებულ მიმღებ პორტში. CIF-ის მიხედვით, გამყიდველმა უნდა მოიპოვოს ტვირთის დაზღვევა საკუთარი ხარჯებით, რათა დაფაროს მყიდველის რისკები. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება. მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაში.

CIP - Carriage and Insurance Paid - „გადაზიდვა, დაზღვევა გადახდილია ...მდე“ - მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPT-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო ღირებულებასაც. იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის.  მოცემული ტერმინი გამოიყენება ყველა სახის გადაზიდვების შემთხვევაში.

CPT - Carriage Paid To  - „გადაზიდვა გადახდილია ...მდე “. - გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების ღირებულებას დანიშნულების ადგილამდე და იხნის პაუსიხმგებლობას, როგორც კი გადააბარებს ტვირთს გადამზიდავს. საექსპორტო პროცედურებს აგვარებს გამყიდველი. მყიდველზე გადადის რისკი მითითებულ ადგილზე ტვირთის განთავსების შემდეგ. გამოიყენება ნებისმიერი ტრანსპორტით (მათ შორის მულტიმოდალური) გადაზიდვისას.

DDP - Delivered Duty Paid -  „მიწოდება საბაჟო გადასახდელების ჩათვლით“ - გამყიდველის მოვალეობა, მიაწოდოს ტვირთი, შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას - იმპორტირების ქვეყანაში. მოცემულ ადგილას მიტანამდე საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების რისკი, აგრეთვე ყველა ხარჯი და გადასახადი, ეკისრება გამყიდველს.

DAT – Delivered at Terminal (named terminal at port or place of destination) - „მიწოდება ტერმინალზე“ (დანიშნულების ადგილის დასახელება) - გამყიდველის მოვალეობა შესრულებულია როდესაც პროდუქცია მიტანილია მყიდველის მიერ დასახლებულ ტერმინალზე დანიშნულების ადგილას ან პორტში. ეს მეთოდი გამოიყენება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაზიდვისას. გამყიდველი იღებს ყველა რისკს ტვრითის ტრანპორტირების პერიოდში ტერმინალში გადმოტვრითვის ჩათვლით. გამყიდველი ასევე აგვარებს ექსპორტთან დაკავშირებულ ყველა საბაჟო პროცედურას. იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების მოგვარებას უზრუნველყოფს იმპორტიორი.

DAP - Delivered At Place (named place of destination) - “მიტანის ადგილი” (დანიშნულების ადგილის დასახელება) - გამყიდველი იხდის გადაზიდვის გადასახადს მითითებულ ადგილამდე, გარდა საფასურს დაკავშირებულს იმპორტის ანგარიშსწორებისა, პასუხისმგებლობაში იღებს ყველა რისკს მანამდე სანამ ტვირთს არ გადმოტვირთავს მყიდველი.

საჰაერო გადაზიდვები

ავია ზედდებული (AWB) – ავია ზედდებული გახლავთ დოკუმენტი, რომელიც თან ახლავს საერთაშორისო გადამზიდავის მიერ გადაზიდულ ტვირთს, მოიცავს ინფორმაციას გზავნილის შესახებ და გვაძლევს გზავნილის თვალყურის დევნების საშუალებას. ზედდებულს გააჩნია მრავლობითი ასლები, რათა გადაზიდვაში ჩართულმა მხარეებმა შეძლონ მისი დოკუმენტირება.

გარე ავია ზედდებული (MAWB) –გარე ავია ზედდებული გახლავთ ავია ზედდებულის სახეობა, რომელიც გამოწერილია საერთაშორისო გადამზიდავის ან მისი აგენტის მიერ და სადაც რეალური ტვირთგამგზავნისა და ტვირთმფლობელის ნაცვლად შესაბამის გრაფებში ექსპედიტორთა რეკვიზიტებია ასახული.

შიდა ავია ზედდებული (HAWB) – შიდა ავია ზედდებული გახლავთ ავია ზედდებულის სახეობა, რომელიც გამოწერილია ექსპედიტორის მიერ და ასახავს ტვირთის რეალური გამგზავნისა და მიმღების რეკვიზიტებს. 

მულტიმოდალური გადაზიდვა – ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება საქონლის ტრანსპორტირებისათვის, როგორც საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო ისე სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით.

ტვირთების კონსოლიდირება  - რამდენიმე გამგზავნის ან მიმღების ტვირთების თავმოყრა ერთ წერტილში და მათი მომზადება ტრანსპორტირებისათვის,  როგორც საზღვა, საჰაერო, ისე სახმელეთო გზით.

საექსპედიტორო საქმიანობა – იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისათვის დახმარების გაწევა, მოახდინონ თავიანთი ტვირთების გადაზიდვა.

სატრანპორტო საექსპედიტორო კომპანია – ორგანიზაცია, რომელიც ფიზიკური პირებისათვის ან კომპანიებისათვის ახორციელებს ტვირთის მიღებას მწარმოებლებისაგან და მის მიწოდებას  საბოლოო დანიშნულების ადგილზე.

ლოჯისტიკა - კომერციული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს მომხმარებლებისათვის ტვირთის მიწოდებას.

მშრალი ტვირთი -  ნებისმიერი სახის საქონელი, რომელსაც არ სჭირდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

ზოგადი ტვირთი (GEN) –  ჩვეულებრივი ტვირთი, რომლის გადაზიდვაც ხდება გემით, ავიახომალდით და ა.შ. და არ არის რაიმე სახის განსაკუთრებული ტვირთი, როგორიცაა ნავთობი, საკვები პროდუქცია და ა.შ.

არასტანდარტული ტვირთი – ტვირთი, რომლის ზომებიც აჭარბებს სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ზომებს.

საშიში ტვირთი (DGR) - ტვირთი, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავს ან მასში მყოფ ადამიანებს. საშიში ტვირთი ასევე ცნობილია როგორც შეზღუდული ნივთები, სახიფათო ნივთიერება ან სახიფათო ტვირთი. საჰაერო ტრანსპორტისთვის სახიფათო ტვირთად შეიძლება ჩაითვალოს თქვენი საყოფაცხოვრებო ნივთებიც.

მალფუჭებადი ტვირთი (PER)  – საქონელი, რომელიც მოითხოვს ტემპერატურული რეჟიმის რეგულირებას. ასეთი ტვირთებია ხორცი, ხილი, ბოსტნეული და მედიკამენტები.  

ფორს მაჟორი – გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; დაუძლეველი ძალა, მოვლენა, (ომი, გაფიცვა, ბუნტი, დანაშაული), რომელიც ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან. მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები.

გამგზავნი – ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახდენს ტვირთის გაგზავნას ზღვით, ჰაერით ან სახმელეთო გზით.

პალეტი - გადასატანი ხის ან პლასტმასის პლატფორმა, რომელზედაც იდება ტვირთი და რომლის ტრანსპორტირებასაც ახორიცელებენ.

ტვირთი – ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის გადაზიდვაც ხდება გემით, ავიახომალდით ან სატვირთო მანქანით.

კონსოლიდატორი - პირი ან ფირმა, რომელიც  ეწევა მომწოდებელთაგან მიღებული მცირე ტვირთების კონსოლიდაციის (შეკრების) სერვისს.

კონსიგნაცია -  ტვირთი, რომელსაც ტრანსპორტირების დროს თან მოჰყვება ზედნადები; საქონლის მიწოდება ექსპორტიორის (კონსიგნანტი) მხრიდან აგენტისათვის (კონსიგნატორი), რათა მან შეთანხმებისამებრ ექსპორტიორი პირისათვის მოახდინოს საქონლის გაყიდვა.

კონსიგნანტი - პირი ან კომპანია, რომელიც ზედნადებში მითითებულია როგორც ტვირთის გამგზავნი.

კონსიგნატორი - პირი ან კომპანია (რომელიც  მითითებულია ზედნადებში), ვის სახელზეც იგზავნება ტვირთი.  ტვირთის მეპატრონე.

გადამზიდავი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სახმელეთო, სარკინგიზო, საზღვაო, საჰაერო  ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით ამა თუ იმ ტვირთის  გადაზიდვას.

დამატებითი საფასური - გადასახადი, რომელიც ემატება ტვირთის ან მომსახურების ღირებულებას. დამატებითი საფასური როგორც წესი, ემატება მოცემული ტვირთის ან სერვისის ღირებულებას, რომელიც თავდაპირველ ღირებულებაში არ იყო გათვალისწინებული. 

შეფუთვის ფურცელი - დოკუმენტი, რომელსაც გასცემს ტვირთის მომწოდებელი, სადაც მოცემულია ტვირთის შეფუთვის დეტალები: წონა, ზომა, დახარისხება და ა.შ.

ნეტო წონა - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.

ბრუტო წონა - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.

სავალუტო კურსი -  ფასების თანაფარდობა, რომლის დროსაც ქვეყნების ვალუტის გაცვლითი კურსი დგინდება კონკრეტულ დროს. 

ETD - ტრანსპორტის გამგზავრების სავარაუდო დრო.

ETA -  ტრანსპორტის ჩამოსვლის სავარაუდო დრო.

EN Route - გზად.

გაბარიტული წონა - ტრანსპორტირების ხარჯები, რომელთა გამოთვლაც ხდება ტვირთის კუბური მოცულობის (მთლიანი კუბური მეტრი) მიხედვით. ტარიფების ამ სახით დაანგარიშება, გადასაზიდი ნივთების წონასთან ერთად, როგორც წესი, მხოლოდ საჰაერო გადაზიდვების დროს ხდება. 

კარიდან კარამდე - ტვირთის ტრანსპორტირება კონსიგნანტის (გამგზავნი) შენობა-დაწესებულებიდან, კონსიგნატორის (მიმღები) შენობა-დაწესებულებამდე.

კუბი - მოცულობის ზომა, რომელიც გამოხატულია კუბურ მეტრებში.

საქონელი - ტვირთი რომლის ტრანსპორტირებაც ხდება. საშიში და სახიფათო ტვირთის შემთხვევაში, საქონლის ზუსტი დასახელება აუცილებელია.

სახმელეთო გადაზიდვები

სატრანპორტო საექსპედიტორო კომპანია – ორგანიზაცია, რომელიც ფიზიკური პირებისათვის ან კომპანიებისათვის ახორციელებს ტვირთის მიღებას მწარმოებლებისაგან და მის მიწოდებას  საბოლოო დანიშნულების ადგილზე.

საექსპედიტორო საქმიანობა – იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისათვის დახმარების გაწევა, მოახდინონ თავიანთი ტვირთების გადაზიდვა.  

გადამზიდავი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სახმელეთო, სარკინგიზო, საზღვაო, საჰაერო  ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით ამა თუ იმ ტვირთის  გადაზიდვას.

გამგზავნი – ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური გამყიდველი (ექსპორტიორი) პირი.

კონსიგნაცია -  ტვირთი, რომელსაც ტრანსპორტირების დროს თან მოჰყვება ზედნადები; საქონლის მიწოდება ექსპორტიორის (კონსიგნანტი) მხრიდან აგენტისათვის (კონსიგნატორი), რათა მან შეთანხმებისამებრ ექსპორტიორი პირისათვის მოახდინოს საქონლის გაყიდვა.

კონსიგნატორი - პირი ან კომპანია (რომელიც  მითითებულია ზედნადებში), ვის სახელზეც იგზავნება ტვირთი.  ტვირთის მეპატრონე.

სატვირთო მანიფესტი - ამ სახის მანიფესტი მზადდება სატვირთო მანქანებისათვის, მას შემდეგ რაც მასში მოთავსდება ტვირთი ტრანსპორტირებისათვის. მანიფესტი მზადდება როგორც შიდა გადაზიდვების დროს, ასევე ტვირთის ქვეყნის გარეთ გადაზიდვის შემთხვევაშიც. სატვირთო მანიფესტი გადაეცემა მძღოლს ან პირს, რომელიც მასთან ერთად იმყოფება.

თავისუფალი ზონა -  ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები. ასევე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები ზონიდან უცხო ქვეყანაში საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში.

დანიშნულების ადგილი - ადგილი, სადაც გადამზიდავი ან ექსპედიტორი ცლის ტვირთს ან კონტეინერს კონსიგნატორის ან მისი აგენტისათვის. ამ ადგილს ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ „საბოლოო დანიშნულების ადგილი“.

პლომბი - სპეციალური ბეჭდით ჩაჭყლეტილი ტყვიის ან სხვა პლასტიკური მასალის პატარა ნაჭერი, რომელსაც ნიშნად ადებენ დაკეტილ კარს, შეფუთულ საქონელს და სხვ. რათა შეუძლებელი იყოს მის დაუზიანებლად კარის, საქონლის და მისთ. გახსნა.

საბონდო საწყობი - საბაჟო საწყობი, საბაჟო დეპარტამენტის განკარგულებაში არსებული ტერიტორია ტვირთების შესანახად. ამ ტერიტორიაზე ტვირთი საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან თავისუფალია, მანამ სანამ არ მოხდება ტვირთის გატანა.

CMR სატვირთო ზედდებული - CMR სატვირთო ზედდებული – ესაა სახელშეკრულებო შეთანხმება ტვირთგამგზავნს, საავტომობილო გადამზიდავს და ტვირთმიმღებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს გადაზიდვის სტანდარტულ პირობებს საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო ოპერაციებისთვის, განსაკუთრებით – საჭირო დოკუმენტებისა და გადამზიდავის პასუხისმგებლობის სფეროში, რათა გაამარტივოს ავტო გადაზიდვა და საერთაშორისო ვაჭრობა. CMR სატვირთო ზედდებულის გამოყენება გულისხმობს, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციაში ჩართული ქვეყნებიდან (გაგზავნის ქვეყანა და დანიშნულების ქვეყანა) ერთ-ერთი მაინც წარმოადგენს CMR კონვენციის მონაწილე ქვეყანას.

TIR-კარნეტი -  მოქმედი კონვენცია მიღებულ იქნა 1975 წლის 14 ნოემბერს ჟენევაში, ხოლო საქართველო 1994 წლის 24 სექტემბრიდან მიუერთდა ამ კონვენციას (რატიფიცირების გარეშე). ეს კონვენცია აწესრიგებს წევრ-ქვეყნებს შორის საერთაშორისო საგზაო გადაზიდვებს როგორც საბაჟო, ასევე ტექნიკური პროცედურების კუთხით. კერძოდ, კონვენციის დებულებები აიოლებენ და ამარტივებენ საბაჟო გაფორმების პროცედურებს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში საავტომობილო ტრანსპორტით საქონლით გადაზიდვების დროს. ეს ეხება როგორც საქონლის დათვალიერებას, დოკუმენტების შემოწმებას, ასევე, საბაჟო გადასახდელების გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფას.

ტვირთი – ნებისმიერი სახის საქონელი, რომელიც გადატანილი იქნება შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით.

მოცდენა (დემირიჯი) –  ჯარიმის ფორმა, მინიჭებული თავისუფალი დროის გადამეტებისათვის (ჩვეულებრივ 72 საათი), რომელიც განკუთვნილია ჩამოსული ტვირთის წასაღებად  გადამზიდავის ან ექსპედიტორი კომპანიის კუთვნილი საწყობიდან.

საშიში ტვირთი  - ტვირთი, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავს ან მასში მყოფ ადამიანებს. საშიში ტვირთი ასევე ცნობილია როგორც შეზღუდული ნივთები, სახიფათო ნივთიერება ან სახიფათო ტვირთი. საჰაერო ტრანსპორტისთვის სახიფათო ტვირთად შეიძლება ჩაითვალოს თქვენი საყოფაცხოვრებო ნივთებიც.

მალფუჭებადი ტვირთი – საქონელი, რომელიც კარგავს ღირებულების უდიდეს ნაწილს, თუ ამ ტვირთის ტრანსპორტირება შეფერხდა გაუთვალისწინებელი დროით.

არასტანდარტული ტვირთი – ტვირთი, რომლის ზომებიც აჭარბებს სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ზომებს.

ზოგადი ტვირთი –  ჩვეულებრივი ტვირთი, რომლის გადაზიდვაც ხდება გემით, ავიახომალდით და ა.შ. და არ არის რაიმე სახის განსაკუთრებული ტვირთი, როგორიცაა ნავთობი, საკვები პროდუქცია და ა.შ.  

მშრალი ტვირთი -  ნებისმიერი სახის საქონელი, რომელსაც არ სჭირდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

ტვირთების კონსოლიდირება  - რამდენიმე გამგზავნის ან მიმღების ტვირთების თავმოყრა ერთ წერტილში და მათი მომზადება ტრანსპორტირებისათვის,  როგორც საზღვა, საჰაერო, ისე სახმელეთო გზით.

კონსოლიდატორი - პირი ან ფირმა, რომელიც  ეწევა მომწოდებელთაგან მიღებული ტვირთების კონსოლიდაციის (შეკრების) სერვისს.

მულტიმოდალური გადაზიდვა – ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება საქონლის ტრანსპორტირებისათვის, როგორც საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო ისე სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით.

პალეტი - გადასატანი ხის ან პლასტმასის პლატფორმა, რომელზედაც იდება ტვირთი და რომლის ტრანსპორტირებასაც ახორიცელებენ. 

ფორს მაჟორი – გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; დაუძლეველი ძალა, მოვლენა, (ომი, გაფიცვა, ბუნტი, დანაშაული), რომელიც ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან. მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები.

ლოჯისტიკა - კომერციული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს მომხმარებლებისათვის ტვირთის მიწოდებას.

დამატებითი საფასური - გადასახადი, რომელიც ემატება ტვირთის ან მომსახურების ღირებულებას. დამატებითი საფასური როგორც წესი, ემატება მოცემული ტვირთის ან სერვისის ღირებულებას, რომელიც თავდაპირველ ღირებულებაში არ იყო გათვალისწინებული. 

შეფუთვის ფურცელი - დოკუმენტი, რომელსაც გასცემს ტვირთის მომწოდებელი, სადაც მოცემულია ტვირთის შეფუთვის დეტალები: წონა, ზომა, დახარისხება და ა.შ.

ნეტო წონა - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.

ბრუტო წონა - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.

სავალუტო კურსი -  ფასების თანაფარდობა, რომლის დროსაც ქვეყნების ვალუტის გაცვლითი კურსი დგინდება კონკრეტულ დროს. 

ETD - ტრანსპორტის გასვლის სავარაუდო დრო.

ETA -  ტრანსპორტის ჩამოსვლის სავარაუდო დრო.

EN Route - გზად.

კარიდან კარამდე - ტვირთის ტრანსპორტირება კონსიგნანტის (გამგზავნი) შენობა-დაწესებულებიდან, კონსიგნატორის (მიმღები) შენობა-დაწესებულებამდე.

კუბი - მოცულობის ზომა, რომელიც გამოხატულია კუბურ მეტრებში.

საქონელი - ტვირთი რომლის ტრანსპორტირებაც ხდება. საშიში და სახიფათო ტვირთის შემთხვევაში, საქონლის ზუსტი დასახელება აუცილებელია.

საზღვაო გადაზიდვები

სატრანპორტო საექსპედიტორო კომპანია – ორგანიზაცია, რომელიც ფიზიკური პირებისათვის ან კომპანიებისათვის ახორციელებს ტვირთის მიღებას მწარმოებლებისაგან და მის მიწოდებას  საბოლოო დანიშნულების ადგილზე.

საექსპედიტორო საქმიანობა – იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისათვის დახმარების გაწევა, მოახდინონ თავიანთი ტვირთების გადაზიდვა.

საზღვაო კონოსამენტი – იურიდიული დოკუმენტი, გაფორმებული გამგზავნსა და გადამზიდავს შორის, სადაც აღნიშნულია სახეობა, რაოდენობა და დანიშნულების ადგილი იმ ტვირთისა, რომლის ტრანსპორტირებაც ხდება. კონოსამენტი ასევე გამოიყენება როგორც ტვირთის მიღების დამადასტურებელი საბუთი, როდესაც გადამზიდავი ტვირთს წინასწარ განსაზღვურლ დანიშულების ადგილზე მიიტანს. ეს დოკუმენტი თან უნდა ახლდეს გადაზიდულ ტვირთს, იმის მიუხედავად თუ რა სახის ტრანსპორტირების ფორმა იქნა გამოყენებული და მას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი, როგორც გადამზიდავის, გამგზავნის, ასევე მიმღების მხრიდან.

გარე საზღვაო კონოსამენტი – დოკუმენტი, რომელსაც  ექსპედიტორი კომპანიებისათვის გამოწერს გადამზიდავი, როგორც ტვირთის მიღების დამადასტურებელ საბუთს.  გარე საზღვაო კონოსამენეტი  მოიცავს ინფორმაციას ტვირთის შესახებ:  კონოსამენტის რაოდენობა, რომელიც მინიჭებული აქვს სხვადასხვა ნივთს გადაზიდულ ტვირთზე, ასევე ფრახტის აღწერა თითოეულ კონოსამენტზე. დოკუმენტში ასევე მოცემულია როგორც ტვირთის გადაზიდვის პირობა, ასევე გამგზავნის სახელი და მისამართი და ამასთან ერთად, იმ ადამიანის სახელი და მისამართიც, ვინც არის ტვირთის მიმღები, პირი რომლის მფლობელობაშიც არის ეს ტვირთი.

შიდა საზღვაო კონოსამენტი – დოკუმენტი, რომელსაც გამოსწერს გამგზავნი ექსპედიტორი კომპანია. დოკუმენტი არის გადაზიდული ტვირთის მიღების დამადასტურებლი საბუთი.  მას გამოსწერენ ტვირთის მომწოდებლის სახელზე, მას შემდეგ რაც მისი მიღება მოხდება, მინდობილობის წერილისა და გარე საზღვაო კონოსამენტის ნაცვლად. შიდა საზღვაო კონოსამენტი მოიცავს ინფორმაციას ტვირთის გამგზავნის სახელისა და მისამართის შესახებ, რომელიც ახდენს ტვირთის მიწოდებას ექსპედიტორ კომპანიაზე და ტვირთის მიმღებზე, რომელსაც ექსპედიტორი კომპანია აწვდის ამ ტვირთს. დოკუმენტი ასევე მოიცავს კონკრეტულ ინფორმაციას და გადაზიდვის ღირებულებას იმ ნივთებზე, რომლის ტრანსპორტირებაც ხდება.

გადამზიდავი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სახმელეთო, სარკინგიზო, საზღვაო, საჰაერო  ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით ამა თუ იმ ტვირთის  გადაზიდვას.

გამგზავნი – ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახდენს ტვირთის გაგზავნას ზღვით, ჰაერით ან სახმელეთო გზით.

კონსიგნაცია -  ტვირთი, რომელსაც ტრანსპორტირების დროს თან მოჰყვება ზედნადები; საქონლის მიწოდება ექსპორტიორის (კონსიგნანტი) მხრიდან აგენტისათვის (კონსიგნატორი), რათა მან შეთანხმებისამებრ ექსპორტიორი პირისათვის მოახდინოს საქონლის გაყიდვა.

კონსიგნანტი - პირი ან კომპანია, რომელიც ზედნადებში მითითებულია როგორც ტვირთის გამგზავნი.

კონსიგნატორი - პირი ან კომპანია (რომელიც  მითითებულია ზედნადებში), ვის სახელზეც იგზავნება ტვირთი.  ტვირთის მეპატრონე.

ტვირთი – ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის გადაზიდვაც ხდება გემით, სატვირთო მატარებლით, ავიახომალდით ან სატვირთო მანქანით.

საშიში ტვირთი  - ტვირთი, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავს ან მასში მყოფ ადამიანებს. საშიში ტვირთი ასევე ცნობილია როგორც შეზღუდული ნივთები, სახიფათო ნივთიერება ან სახიფათო ტვირთი. საჰაერო ტრანსპორტისთვის სახიფათო ტვირთად შეიძლება ჩაითვალოს თქვენი საყოფაცხოვრებო ნივთებიც.

მალფუჭებადი ტვირთი – საქონელი, რომელიც მოითხოვს ტემპერატურული რეჟიმის რეგულირებას. ასეთი ტვირთებია ხორცი, ხილი, ბოსტნეული და მედიკამენტები.  

არასტანდარტული ტვირთი – ტვირთი, რომლის ზომებიც აჭარბებს სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ზომებს.

ზოგადი ტვირთი –  ჩვეულებრივი ტვირთი, რომლის გადაზიდვაც ხდება გემით, ავიახომალდით და ა.შ. და არ არის რაიმე სახის განსაკუთრებული ტვირთი, როგორიცაა ნავთობი, საკვები პროდუქცია და ა.შ.

მშრალი ტვირთი - ნებისმიერი სახის საქონელი, რომელსაც არ სჭირდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

ტვირთების კონსოლიდირება  - რამდენიმე გამგზავნის ან მიმღების ტვირთების თავმოყრა ერთ წერტილში და მათი მომზადება ტრანსპორტირებისათვის,  როგორც საზღვა, საჰაერო, ისე სახმელეთო გზით.

კონსოლიდატორი - პირი ან ფირმა, რომელიც  ეწევა მომწოდებლებისგან მიღებული მცირე ტვირთების კონსოლიდაციის (შეკრების) სერვისს.

მულტიმოდალური გადაზიდვა – ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება საქონლის ტრანსპორტირებისათვის, როგორც საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო ისე სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით.

პალეტი - გადასატანი ხის ან პლასტმასის პლატფორმა, რომელზედაც იდება ტვირთი და რომლის ტრანსპორტირებასაც ახორიცელებენ.

ფორს მაჟორი – გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; დაუძლეველი ძალა, მოვლენა, (ომი, გაფიცვა, ბუნტი, დანაშაული), რომელიც ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან. მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები.

ლოჯისტიკა - კომერციული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს მომხმარებლებისათვის ტვირთის მიწოდებას.

დამატებითი საფასური - გადასახადი, რომელიც ემატება ტვირთის ან მომსახურების ღირებულებას. დამატებითი საფასური როგორც წესი, ემატება მოცემული ტვირთის ან სერვისის ღირებულებას, რომელიც თავდაპირველ ღირებულებაში არ იყო გათვალისწინებული. 

შეფუთვის ფურცელი - დოკუმენტი, რომელსაც გასცემს ტვირთის მომწოდებელი, სადაც მოცემულია ტვირთის შეფუთვის დეტალები: წონა, ზომა, დახარისხება და ა.შ.

ნეტო წონა - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.

ბრუტო წონა - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.

სავალუტო კურსი -  ფასების თანაფარდობა, რომლის დროსაც ქვეყნების ვალუტის გაცვლითი კურსი დგინდება კონკრეტულ დროს. 

კარიდან კარამდე - ტვირთის ტრანსპორტირება კონსიგნანტის (გამგზავნი) შენობა-დაწესებულებიდან, კონსიგნატორის (მიმღები) შენობა-დაწესებულებამდე.

კუბი - მოცულობის ზომა, რომელიც გამოხატულია კუბურ მეტრებში.

საქონელი - ტვირთი რომლის ტრანსპორტირებაც ხდება. საშიში და სახიფათო ტვირთის შემთხვევაში, საქონლის ზუსტი დასახელება აუცილებელია.

ტვირთის მანიფესტი - ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია ყველა ცნობა ტვირთის შესახებ, რომელიც მოცემულია კონოსამენტში იმ ტვირთზე, რომლის დატვირთვაც მოხდა ხომალდზე ერთ კონკრეტულ პორტში და რომელსაც აქვს ერთი კონკრეტული დანიშნულების ადგილი. ამგვარად, მანიფესტის რაოდენობა, ზუსტად შეესაბამება ტვირთის გადაზიდვის სხვადასხვა მარშრუტის რაოდენობას. ტვირთის მანიფესტი მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ  მის დეტალებს (ტვირთის სახეობა, ზომა, ტიპი და რაოდენობა, გამგზავნი, დანიშნულების ადგილი და ა.შ.) და გამოიყენება ტვირთის განსაბაჟებლად. ეს მანიფესტი გადაეცემა პორტის უფლებამოსილ პირებს, ხომალდის პორტში შესვლამდე. 

სატერმინალო –  პორტის გადასახადი ტვირთის ჩამოსვლის ან ჩამოტვირთვის ადგილზე, ხომალდზე კონტეინერის განთავსებისათვის ან მისი ხომალდიდან მოხსნაზე.

LCL – Less Container Load – ტერმინი, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ ერთ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია მცირე მოცულობის მქონე საზღვაო ტვირთი, რომელიც არ საჭიროებს  მთლიანი კონტეინერის გამოყენებას.

FCL – Full Container Load - რაც ნიშნავ იმას, რომ ყველა ტვირთი, რომელიც კონტეინერშია, აღნიშნულია ერთ კონოსამენტში  და როგორ ასეთი, ეკუთვნის მხოლოდ ერთ პირს.  არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სავსეა კონტეინერი.  გადახდა ხდება  მთლიან კონტეინერზე.

კონტეინერი –  დიდი მოცულობის რკინის მასალისაგან დამზადებული სტანდარტული ზომის სათავსი, ტვირთის ჩატვირთვისათვის და მისი ტრანსპორტირებისათვის სატვირთო მანქანის, სატვირთო მატარებლის ან საზღვაო ხომალდის გამოყენებით.

მოცდენა (დემირიჯი) –  ჯარიმის ფორმა, მინიჭებული თავისუფალი დროის გადამეტებისათვის (ჩვეულებრივ 72 საათი), რომელიც განკუთვნილია ჩამოსული ტვირთის წასაღებად  გადამზიდავის ან ექსპედიტორი კომპანიის კუთვნილი საწყობიდან.

ბალკერი - სატვირთო გემი ნაყარი (რასაც ტარა არა აქვს) ტვირთების (მადანი, მადნეული კონცენტრატები, ნახშირი, მარცვლეული, ქიმიური სასუქები, ბოქსიტები, ცემენტი, შაქარი და სხვ.) გადასაზიდად.

ჩამოსვლის შეტყობინება - ერთგვარი რჩევა, რომელსაც გადამზიდავი ან ექსპედიტორი კომპანია უგზავნის ტვირთის მიმღებს,  რათა აცნობოს, რომ ტვირთი უკვე გზაშია და მიმდიანრეობს მისი ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე. აქ მოცემულია შესაბამისი ინფორმაცია, როგორიცაა კონოსამენტის ნომერი, კონტეინერის ნომერი, ტვირთის მიმღებისაგან გადასახდელი სრული თანხა და ა.შ. რომელიც ეგზავნება კონსიგნატორს ხომალდის ჩამოსვლამდე. ეს ყველაფერი კეთდება უსასყიდლოდ გადამზიდავის ან ექსპედიტორის მიერ, რათა უზრუნველჰყონ ტვირთის სწორი მიწოდება, თუმცა ამის ვალდებულება მათ არ გააჩნიათ. პასუხისმგებლობა გადაზიდვის მეთვალყურეობაზე მაინც  ტვირთის მიმღებს ეკისრება.

პლომბი - სპეციალური ბეჭდით ჩაჭყლეტილი ტყვიის ან სხვა პლასტიკური მასალის პატარა ნაჭერი, რომელსაც ნიშნად ადებენ დაკეტილ კარს, შეფუთულ საქონელს და სხვ. რათა შეუძლებელი იყოს მის დაუზიანებლად კარის, საქონლის და მისთ. გახსნა.

მაქსიმალური დატვირთვა - მაქსიმალური ტვირთი, რომელიც შესაძლებელია კონტეინერში ჩაიტვირთოს წონის ან მოცულების მიხედვით.

საზღვაო დაზღვევა - ზოგადად დაზღვევა, რომელიც აზღვევს ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების საშიშორებას ზღვაზე. საზღვაო დაზღვევა კომპენსაციას უხდის საქონლის მესაკუთრეს ხანძრის, გემის ჩაძირვის, მეკობრეობის და სხვა მიზეზებით გამოწვეული ტვირთის დაზიანება/დაკარგვის შემთხვევაში, თუმცა გამორიცხავს დანაკარგს, რომელიც შესაძლებელია კანონიერად იქნას ამოღებული.

კომპენსაციის წერილი  - ტვირთის გამგზავნის ან მიმღების გარანტია, გადამზიდავის ან ექსპედიტორისათვის ხარჯის და/ან დანაკარგის ანაზღაურებაზე, იმისათვის რომ შესაბამისი ქმედება იქნას განხორციელებული გადამზიდავის ან ექსპდიტორის მიერ. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა გადამზიდავების და ექსპედიტორების მხრიდან, მოითხოვონ კომპენსაციის წერილი ტვირთის მიმღებისაგან, რათა განახორციელონ ტვირთის ტრანსპორტირება კონოსამენტის  ჩაბარების გარეშე, რომელიც დაგვიანდა ან დაიკარგა.

გადმოტვირთვა -  ტვირთის მოხსნა კონტეინერიდან. 

CFS - კონტეინერის სატვირთო სადგური - გადამზიდავის ტერიტორია, სადაც ნაკრები ტვირთების კონსოლიდირება ან გადმოტვირთვა ხდება.

FEU –  ორმოცი  ფუტის (40’) ექვივალენტის ერთეული.  ზოგადად, იგულისხმება 40 ფუტიანი კონტეინერი.

ფრახტი  - ტვირთი, რომლის ტრანსპორტირებაც ხდება სატვირთო მანქანის, რკინგზის, გემის ან ავიახომალდის მეშვეობით. გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა, საფასური.

სარკინიგზო გადაზიდვები

სატრანპორტო საექსპედიტორო კომპანია – ორგანიზაცია, რომელიც ფიზიკური პირებისათვის ან კომპანიებისათვის ახორციელებს ტვირთის მიღებას მწარმოებლებისაგან და მის მიწოდებას  საბოლოო დანიშნულების ადგილზე.

საექსპედიტორო საქმიანობა – იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისათვის დახმარების გაწევა, მოახდინონ თავიანთი ტვირთების გადაზიდვა.

სარკინიგზო ზედნადები - გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ.

სარკინიგზო ტვირთის მანიფესტი - ამ სახის  მანიფესტი მზადდება სარკინიგზო ტრანსპორტისათვის, მას შემდეგ რაც  მასში მოთავსდება ტვირთი ტრანსპორტირებისათვის.

გადამზიდავი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სახმელეთო, სარკინგიზო, საზღვაო, საჰაერო  ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით ამა თუ იმ ტვირთის  გადაზიდვას.

გამგზავნი – ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური გამყიდველი (ექსპორტიორი) პირი.

კონსიგნაცია -  ტვირთი, რომელსაც ტრანსპორტირების დროს თან მოჰყვება ზედნადები; საქონლის მიწოდება ექსპორტიორის (კონსიგნანტი) მხრიდან აგენტისათვის (კონსიგნატორი), რათა მან შეთანხმებისამებრ ექსპორტიორი პირისათვის მოახდინოს საქონლის გაყიდვა.

კონსიგნანტი - პირი ან კომპანია, რომელიც ზედნადებში მითითებულია როგორც ტვირთის გამგზავნი.

კონსიგნატორი - პირი ან კომპანია (რომელიც  მითითებულია ზედნადებში), ვის სახელზეც იგზავნება ტვირთი.  ტვირთის მეპატრონე.

პლომბი - სპეციალური ბეჭდით ჩაჭყლეტილი ტყვიის ან სხვა პლასტიკური მასალის პატარა ნაჭერი, რომელსაც ნიშნად ადებენ დაკეტილ კარს, შეფუთულ საქონელს და სხვ. რათა შეუძლებელი იყოს მის დაუზიანებლად კარის, საქონლის და მისთ. გახსნა.

მაქსიმალური დატვირთვა - მაქსიმალური ტვირთი, რომელიც შესაძლებელია კონტეინერში ჩაიტვირთოს წონის ან მოცულების მიხედვით.

ტვირთი – ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის გადაზიდვაც ხდება გემით, სატვირთო მატარებლით, ავიახომალდით ან სატვირთო მანქანით.

საშიში ტვირთი  - ტვირთი, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავს ან მასში მყოფ ადამიანებს. საშიში ტვირთი ასევე ცნობილია როგორც შეზღუდული ნივთები, სახიფათო ნივთიერება ან სახიფათო ტვირთი. საჰაერო ტრანსპორტისთვის სახიფათო ტვირთად შეიძლება ჩაითვალოს თქვენი საყოფაცხოვრებო ნივთებიც.

მალფუჭებადი ტვირთი – საქონელი, რომელიც მოითხოვს ტემპერატურული რეჟიმის რეგულირებას. ასეთი ტვირთებია ხორცი, ხილი, ბოსტნეული და მედიკამენტები.  

არასტანდარტული ტვირთი – ტვირთი, რომლის ზომებიც აჭარბებს სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ზომებს.

მოცდენა (დემირიჯი) –  ჯარიმის ფორმა, მინიჭებული თავისუფალი დროის გადამეტებისათვის (ჩვეულებრივ 72 საათი), რომელიც განკუთვნილია ჩამოსული ტვირთის წასაღებად  გადამზიდავის ან ექსპედიტორი კომპანიის კუთვნილი საწყობიდან.

ზოგადი ტვირთი –  ჩვეულებრივი ტვირთი, რომლის გადაზიდვაც ხდება გემით, ავიახომალდით და ა.შ. და არ არის რაიმე სახის განსაკუთრებული ტვირთი, როგორიცაა ნავთობი, საკვები პროდუქცია და ა.შ.

მშრალი ტვირთი -  ნებისმიერი სახის საქონელი, რომელსაც არ სჭირდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

ტვირთების კონსოლიდირება - რამდენიმე გამგზავნის ან მიმღების ტვირთების თავმოყრა ერთ წერტილში და მათი მომზადება ტრანსპორტირებისათვის,  როგორც საზღვა, საჰაერო, ისე სახმელეთო გზით.

კონსოლიდატორი - პირი ან ფირმა, რომელიც  ეწევა მომწოდებელთაგან მიღებული ტვირთების კონსოლიდაციის (შეკრების) სერვისს.

მულტიმოდალური გადაზიდვა – ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება საქონლის ტრანსპორტირებისათვის, როგორც საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო ისე სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით.

პალეტი - გადასატანი ხის ან პლასტმასის პლატფორმა, რომელზედაც იდება ტვირთი და რომლის ტრანსპორტირებასაც ახორიცელებენ.  

ფორს მაჟორი – გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; დაუძლეველი ძალა, მოვლენა, (ომი, გაფიცვა, ბუნტი, დანაშაული), რომელიც ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან. მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები.

ლოჯისტიკა - კომერციული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს მომხმარებლებისათვის ტვირთის მიწოდებას.

დამატებითი საფასური - გადასახადი, რომელიც ემატება ტვირთის ან მომსახურების ღირებულებას. დამატებითი საფასური როგორც წესი, ემატება მოცემული ტვირთის ან სერვისის ღირებულებას, რომელიც თავდაპირველ ღირებულებაში არ იყო გათვალისწინებული. 

შეფუთვის ფურცელი - დოკუმენტი, რომელსაც გასცემს ტვირთის მომწოდებელი, სადაც მოცემულია ტვირთის შეფუთვის დეტალები: წონა, ზომა, დახარისხება და ა.შ.

ნეტო წონა - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.

ბრუტო წონა - საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.

სავალუტო კურსი -  ფასების თანაფარდობა, რომლის დროსაც ქვეყნების ვალუტის გაცვლითი კურსი დგინდება კონკრეტულ დროს. 

გაბარიტული წონა - ტრანსპორტირების ხარჯები, რომელთა გამოთვლაც ხდება ტვირთის კუბური მოცულობის (მთლიანი კუბური მეტრი) მიხედვით. ტარიფების ამ სახით დაანგარიშება, გადასაზიდი ნივთების წონასთან ერთად, როგორც წესი, მხოლოდ საჰაერო გადაზიდვების დროს ხდება. 

კარიდან კარამდე - ტვირთის ტრანსპორტირება კონსიგნანტის (გამგზავნი) შენობა-დაწესებულებიდან, კონსიგნატორის (მიმღები) შენობა-დაწესებულებამდე.

კუბი - მოცულობის ზომა, რომელიც გამოხატულია კუბურ მეტრებში.

საქონელი - ტვირთი რომლის ტრანსპორტირებაც ხდება. საშიში და სახიფათო ტვირთის შემთხვევაში, საქონლის ზუსტი დასახელება აუცილებელია.

საბაჟო საბროკერო მომსახურება

ბროკერი - ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ან გადამზიდი კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.

მინდობილობა - ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე  შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება.

განბაჟება  - 1. ტვირთის საბაჟო გადასახადებისგან გაწმენდა, რათა ტვირთმა შეძლოს ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი დატოვება. 

2. დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საბაჟო განყოფილება ტვირთის გამგზავნზე, იმის საჩვენებლად, რომ საბაჟო მოსაკრებელი გადახდილია და შესაძლებელია  ტვირთის ტრანსპორტირება.

საბაჟო დეკლარაცია - დოკუმენტი, რომელშიც აისახება: ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული ან გასული ტვირთების შესახებ ინფორმაცია;  საზღვარგარეთ მიმავალი პირის ტვირთი.

საბაჟო ორგანო - დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება.

კომერციული ანგარიშფაქტურა - დოკუმენტი, სადაც ნაჩვენებია ექსპორტიორსა და იმპორტიორს შორის დადებული გარიგება ტვირთის ყიდვა/გაყიდვის შესახებ; ასევე აღწერს საქონლის შემადგენლობას და საფუძველს წარმოადგენს ყველა დოკუმენტისთვის, რომელიც ეხება ტვირთს.

დამატებითი მოსაკრებლები  - დამატებითი გადასახადი გაწეულ მომსახურებაზე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის სტანდარტულად მოცემულ ფასთან ერთად. ასეთი ხარჯები მოიცავს ტვირთის შიდა გადაზიდვებს, მისამართიდან აღებას ან მისამართამდე  მიტანას, ასევე დოკუმენტაციის და კომუნიკაციის ხარჯებს საერთაშორისო გადაზიდვებზე.

ექსპორტი - საქონლის, მომსახურების, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან საზღვარგარეთ გატანა მისი ქვეყანაში კვლავ შემოტანის ვალდებულების გარეშე.

ექსპორტის დეკლარაცია - მთვარობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ნებადართულია ტვირთის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა.

იმპორტის ლიცენზია - დოკუმენტი, რომელსაც გასცემს ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა, რომლის მეშვეობითაც ხდება ტვირთის შეტანა მათსავე ქვეყანაში.

ანგარიშფაქტურა - გამყიდველის მიერ მომზადებული და მყიდველისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყიდვა-გაყიდვის გარიგების დეტალებს: მოცულობა, ერთეულის ფასი, საერთო თანხა, გაყიდვის პირობები, მიწოდების ხერხი. საცალო ვაჭრობის კომპანიებში ანგარიშფაქტურებს აფორმებენ გარიგების მომენტში, ხოლო საბითუმო კომპანიებში კი მას შემდეგ, როდესაც ბუღალტერია ტვირთის გამგზავნი განყოფილებიდან მიიღებს შეტყობინებას მყიდველისათვის ტვირთის გაგზავნის შესახებ.

იმპორტის ნებართვა - ჩვეულებრივ, მოითხოვება ისეთი ტვირთების იმპორტის შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საზოგადოების ჯანმრთელობას, მორალს, ცხოველებს, მცენარეებს და ა.შ. მაგალითად, საკვები პროდუქტები. ფარმაცევტული წამლები (ადამიანებისთვის და ვეტერინარული), სამედიცინო აღჭურვილობა, თესლები, მცენარეები და სხვადასხავა სახის წერილობითი მასალები (ფირები, კასეტები, ფილმები, სატელევიზიო ფირები ან სატელივიზიო ფილმები). ზოგიერთ ქვეყანაში, იმპორტის ნებართვა იგივეა, რაც იმპორტის ლიცენზია.

იმპორტი - საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების და მისთანათა საზღვარგარეთიდან შემოტანა რომელიმე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე მათი ქვეყნიდან გატანის ვალდებულების გარეშე.

წარმოშობის სერთიფიკატი – საბუთი, რომელიც ადასტურებს ნებისმიერი ტვირთის წარმოშობის კანონიერებას.

სასაქონლო ოპერაციები

რომელ სასაქონლო ოპერაციებში შეიძლება საქონლის გაფორმება?

  • იმპორტი 
    იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  • ექსპორტი 
    ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა
  • რეექსპორტი 
    რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
  • ტრანზიტი 
    ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ
  • საწყობი 
    საწყობის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილზე შენახულ იქნეს: ა) უცხოური საქონელი სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;  საქართველოს საქონელი, თუ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.
  • თავისუფალი ზონა 
    თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც: სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები (მათ შორის, უცხოური საქონლის სტატუსის მინიჭება).
  • დროებითი შემოტანა
    დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით იქნეს შემოტანილი (როგორც წესი, ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს).
  • შიდა გადამუშავება 
    ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონლის მიმართ  გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია, როგორიცაა:
     
    • საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;
    • საქონლის წარმოება
    • საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა
    • საქონლის განადგურება
    • საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
  • გარე გადამუშავება 
    ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონლის მიმართ  გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია, როგორიცაა:
     
    • საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება
    • საქონლის წარმოება
    • საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა
    • საქონლის განადგურება
    • საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.

რა უნდა იცოდეთ საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებით

რა ვადაში უნდა  განხორციელდეს საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში?

  • საქონლის შემოტანიდან 30  დღეში
  • შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შეამციროს  აღნიშნული ვადა ან გაზარდოს 60 დღით 
  • საწყობში საქონლის დროებითი შენახვის შემთხვევაში საქონლის დეკლარირების ვადა იზრდება 5 კალენდარულ წლამდე

ვის შეუძლია სასაქონლო დეკლარაციის შევსება?

სასაქონლო დეკლარაცია ივსება: დეკლარანტის ან მისი წარმომადგენელის, ან საგადასახადო ორგანოს მიერ (როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების შესახებ)

რა დოკუმენტები უნდა წარდგეს საქონლის გაფორმებისას?

საქონლის გასაფორმებლად საჭიროა:

  • საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინვოისი;
  • სატრანსპორტო დოკუმენტი, როგორიც არის: კონოსამენტი (საზღვაო გადაზიდვებისთვის), სარკინიგზო ზედნადები (სარკინიგზო გადაზიდვისთვის), ავიაზედნადები (საჰაერო გადაზიდვისთვის),  CMR ან TIR წიგნაკი (საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისათვის); 
    შენიშვნა: 
    სატრანსპორტო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ტვირთის ზოგად აღწერილობას, ადგილების რაოდენობას, ბრუტო და ნეტო წონას, სასაქონლო კოდს, კონტეინერის ნომერს, ინფორმაციას გადამზიდავის, საქონლის გამომგზავნის, ჩატვირთვის ადგილის, ასევე დანიშნულების ადგილისა და საქონლის მიმღების შესახებ.
  • თუ საქონელზე ვრცელდება არასატარიფო ღონისძიებები ან ექვემდებარება დამატებით საბაჟო კონტროლს, ასევე წარედგინება ლიცენზია, ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა საჭირო დოკუმენტები.

რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი?

საქონლის  შესყიდვის  დამადასტურებელი  დოკუმენტი  (ინვოისი) უნდა   შეიცავდეს  შემდეგ   ძირითად ინფორმაციას:

  • დოკუმენტის გაცემის თარიღი და ნომერი;
  • გამყიდველის რეკვიზიტები;
  • მყიდველის რეკვიზიტები;
  • საქონლის თითოეული სახეობის აღწერა  (მაგ.:  მამაკაცის  პალტო  ბამბის  ქსოვილისაგან  ან  მამაკაცის პალტო მატყლის ნართისაგან);
  • საქონლის თითოეული სახეობის  რაოდენობა (ცალი, კილოგრამი ლიტრი და ა.შ.);
  • საქონლის თითოეულ სახეობის   ღირებულება;
  • დოკუმენტი რეალურად უნდა ადასტურებდეს ყიდვა - გაყიდვის ფაქტს (შეძლებისდაგვარად უნდა იყოს დამოწმებული ბეჭდით ან სხვა საშუალებით);
  • მიწოდების პირობას. ((Incoterms 2010-ის შესაბამისად).)

გთხოვთ,  მიაქციოთ  ყურადღება! არასრულად  შევსებული  შესყიდვის  დამადასტურებელი  დოკუმენტი იწვევს  პროცედურების  გაჭიანურებას, კერძოდ , იმისათვის, რომ  შესაძლებელი  გახდეს  დეკლარაციის  შევსება, თქვენ   უნდა   დანიშნოთ   სასაქონლო   ექსპერტიზა   (საჭიროებიდან   გამომდინარე,   საქონლის რაოდენობის, ღირებულების ან/და სასაქონლო კოდის დადგენის მიზნით).

რა გადასახადები უნდა გადაიხადოთ საქონლის დეკლარირებისას ?

ტარიფები: 
ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საწყობი, თავისუფალი ზონა: გათავისუფლებულია გადასახადებით დაბეგვრისაგან. 
იმპორტი:  იმპორტის გადასახდელები:
იმპორტის გადასახადი - საბაჟო ღირებულების  0; 5; 12 პროცენტი ან ფიქსირებული  განაკვეთი (საგადასახადო კოდექსის XXVIII თავის 197-ე მუხლის შესაბამისად):
დღგ - იმპორტის თანხის 18 პროცენტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე  მუხლის შესაბამისად);
აქციზი -  განაკვეთი დიფერენცირებულია  (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად):
შიდა გადამუშავება: თუ ადგილი აქვს მხოლოდ უცხოური საქონლის გადამუშავებას და გადამუშავებული პროდუქტის გატანას, ოპერაცია არ იბეგრება გადასახადებით.
გარე გადამუშავება: საქონლის გატანისას გადაიხდევინება ექსპორტისთვის დადგენილი გადასახდელი, ხოლო გადამუშავებული საქონლის შემოტანისას - კუთვნილი იმპორტის გადასახდელი. საქონლის უსასყიდლოდ გადამუშავებაზე არ არის იმპორტის გადასახდელი. 
დროებითი შემოტანა: საქონელი შესაძლებელია გათავისუფლდეს სრულად ან ნაწილობრივ.
დღგ - დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტი საქონლის საქართველოში ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ამ თანხის 18 პროცენტისა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე  მუხლის შესაბამისად).
იმპორტის გადასახადი - იმ თანხის 3 პროცენტია, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე  მუხლის შესაბამისად).

მომსახურების ტარიფები: (საქართველოს   მთავრობის   დადგენილება № 96 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“)

რა ვადაში უნდა გადაიხადოთ იმპორტის   გადასახდელები  და   მომსახურების  საფასური?

  • იმპორტის გადასახდელისა და მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ტვირთის გაფორმებიდან 5 დღეში;
  • წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში - საქონლის გაშვებიდან 15 დღეში;
  • „ოქროს სიის“ მონაწილისათვის - საქონლის გაშვებიდან 30 დღეში.
  • საჰაერო ტრანსპორტით, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის იმპორტისას (დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით) - დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან 30 დღეში.