Geo

სახმელეთო გადაზიდვები

სახმელეთო გადაზიდვები საქართველოსთვის, როგორც ტრანზიტული დერეფნის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომაც „მეგრექსი“ დიდ ყურადღებას უთმობს ამ მიმართულებას. ევროპაში და აზიაში არსებული დიდი ჰაბები, რომელთაც ჩვენი პარტნიორი კომპანიები ფლობენ, გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოსკენ დამისამართებულ ტვირთებს კონსოლიდაცია გავუკეთოთ და სწრაფად გავაგზავნოთ დანიშნულების წერტილში. ევროპისა და აზიის ამ ჰაბებში კონსოლიდირდება არამხოლოდ საქართველოსთვის განკუთვნილი, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანში შეკვეთილი ტვირთებიც, რომელთაც თბილისში გადატვირთვისა და შესაბამისი საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ სწრაფად ვაწვდით მფლობელებს ადგილზე, ერევანსა და ბაქოში. 50-ზე მეტ დიდი გამოცდილების მქონე, საკუთარი ჰაბებისა და ავტოპარკის მფლობელ ევროპულ და აზიურ კომპანიასთან თანამშრომლობა, ასევე „მეგრექსის“ ჭკვიანი და გამოცდილი ჯგუფი, რომელიც სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებას კურირებს, გვაძლევს საშუალებას მოვემსახუროთ ყველა სახის ტვირთს, შემოგთავაზოთ ნებისმიერი ტიპის სახმელეთო ტრანსპორტი ევროპისა და აზიის ნებისმიერ წერტილში.