სარკინიგზო გადაზიდვები მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე წარმოადგენს „მეგრექსი“-ს ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას. ჩვენი აგენტების მეშვეობით, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ინდოეთის, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთის სარკინიგზო ტრანსპორტის ბაზარზე, ჩვენ ვცდილობთ სრულად ჩავერთოთ იმ პროექტებში, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს, როგორც სარკინიგზო კორიდორის ამუშავების პროგრამაში. ჩვენი პარტნიორების გამოცდილება და ფინანსური სოლიდურობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩინეთი – ევროპის და ინდოეთი – ევროპის დამაკავშირებელ სარკინიგზო გადაზიდვების პროექტებში მეგრექსმა სამომავლოდ ერთ-ერთი ლიდერის ფუნქცია იკისროს.