AOG გადაუდებელი მენეჯმენტი
AOG (Aircraft on ground) - თვითმფრინავი მიწაზეა, თვითმფრინავი ვერ გაფრინდება: ეს გახლავთ ცნება საავიაციო მომსახურების სფეროში, ერთგვარი პროტოკოლი, რომლის დროსაც პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ თვითმფრინავი ადგილზე უნდა დარჩეს. ზოგადად, ასეთ დროს იწყება სწრაფი მოქმედებები გამოსავლის საპოვნელად, იმისათვის, რომ დროზე იქნეს მოძიებული და მიწოდებული საჭირო სახარჯი მასალები თუ სათადარიგო ნაწილები და საჰაერო ხომალდი ჩადგეს მწყობრში, რათა სამომავლო პრობლემური გაჩერება თუ ფრენის გადადება იქნეს აცილებული. ჩვენ საკმარისად გამოცდილი ვართ მომსახურების ამ სფეროში. შპს მეგრექსი უკვე აწვდის AOG სერვისებს არაერთ ავიაკომპანიას თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ჩვენი გუნდი სწრაფად პასუხობს პარტნიორი ავიაკომპანიების კრიტიკულ მოთხოვნებს და სირთულეების გარეშე, დროულად უწევს მათ 24 საათიან საბაჟო-საბროკერო დახმარებასა და ბორტამდე მიწოდების მომსახურებას. გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ მომსახურებათა კომპონენტების ჩამონათვალი:
საპროექტო ლოჯისტიკა
საპროექტო ლოჯისტიკა გახლავთ ცნება, რომელიც ფართოდ აღწერს დიდი, მძიმე, ძვირფასი ან / და კრიტიკული ტვირთების შიდა თუ საერთაშორისო გადაზიდვას. ასევე, ხშირად მას ეწოდება მძიმე ლოჯისტიკა და მოიცავს სხვადასხვა ნაწილებისგან შემდგარ ტვირთებს, რომლებიც საჭიროებენ გადაზიდვამდელ დაშლას და მიწოდების შემდგომ აწყობას. შპს მეგრექსი, მისი გამოცდილი კადრებისა და საიმედო ქვეკონტრაქტორების მეშვეობით წარმატებულად საქმიანობს ლოჯისტიკის ამ სპეციფიურ სფეროში. ჩვენ სრულად ვფარავთ საქართველოს, ასევე შეგვიძლია მომსახურება შემოგთავაზოთ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ მომსახურებათა კომპონენტების ჩამონათვალი: